რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს - ზურაბ აზარაშვილი

22 იანვარი 2024, 15:57 442 ნახვა

რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს, – ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც მოიცავს როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს.

მისივე განმარტებით,  სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში 100-დან 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვება და მათი რეზიდენტურის ხარჯები სრულად იქნება დაფინანსებული სამინისტროს მიერ.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციისა და თანამშრომლების დონის ამაღლებას, რომელიც გულისხმობს სამედიცინო სასწავლებლებში სწავლების ყველაზე მაღალი დონის მიხედვით წარმატებული სტუდენტების შერჩევას. სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვუზრუნველყოფთ 100-დან 150-მდე სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას და სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები. ქვეყანას ორი-სამი წლის შემდეგ ეყოლება ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, რომელთაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას. პირველ ეტაპზე, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც მოიცავს როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს. რეზიდენტურის პროგრამა იქნება 18-დან 24 თვემდე თითოეული სტუდენტისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი