ნაფიცი მსაჯულების პირველი გამამტყუნებელი ვერდიქტი ბათუმის სასამართლოში

22 იანვარი 2024, 11:43 892 ნახვა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანა. მსაჯულების მიერ გაცემული სასჯელის შემამსუბუქებელი რეკომენდაციის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს მინიმალური სასჯელი, 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმე ეხება გასული წლის 23 აპრილს სოფელ განთიადში მომხდარ მკვლელობას. პროკურატურის ინფორმაციით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულიც და დაზარალებულიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი