ნაციონალური მოძრაობის წევრი მამუკა ქობულაძე ქალაქის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ბონში, ბაზართან და მე-16 საჯარო სკოლასთან მისასვლელი საავტომობილო გზები ამ დრომდე მოუწესრიგებელია. მერიაში კი ამბობენ, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბონის წყლისა და კანალიზაციის სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ გაგრძელდება.