14 წლის გოგონა, რომელიც მამიდის ქმარმა გააუპატიურა ახლა უსაფრთხო გარემოში იმყოფება და მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. სავარაუდო მოძალადე კი დაჭრილია და სამედიცინო ცენტრში იმყოფება.
ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა. მისი დაჭრისთვის გოგონას სხვა ბიძაა დაკავებული.
ადვოკატი აცხადებს, რომ ის ბრალს აღიარებს. დაჭრის ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც გახმაურდა, რომ 14 წლის მოზარდი ბიძამ გააუპატიურა. გოგონას ნათესავები, გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.
შემთხვევა კახეთის ერთ-ერთ სოფელში, ფერმაში მოხდა. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და გაუპატიურების მუხლებით დაიწყო.