მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს

19 იანვარი 2024, 10:57 455 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას ზეიმობს. იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემლისგან ნათელ იღო და პირველად განცხადდა წმინდა სამება - დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას დღესასწაულობს.

ჩვენი ქვეყნის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში წყალკურთხევა სრულდება.

დღესასწაულის გამო, 19 იანვარი ქვეყანაში უქმედ არის გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში