კოლეჯი "ბლექსის" შენობაში დაკვამლიანება იყო - სტუდენტებს შენობა დაატოვებინეს

18 იანვარი 2024, 13:12 974 ნახვა

პროფესიულ სასწავლებელ "ბლექსის" შენობაში დაკვამლიანება იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და პოლიცია.

დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა, კოლეჯის ადმინისტრაციამ სტუდენტებს შენობა დროულად დაატოვებინა.

სტუდენტების ინფორმაციით, ცეცხლი იმ აუდიტორიაში გაჩნდა, რომელიც დაკეტილი იყო და სტუდენტებმა ხანძრის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, როცა კვამლმა გარეთ გამოაღწია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია, მას გამოძიება დაადგენს.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი