„ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს

11 იანვარი 2024, 11:58 496 ნახვა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეუთო/ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა.

„ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი მაშინ, როდესაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი