რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს - არიან დაშავებულები

11 იანვარი 2024, 10:08 469 ნახვა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ხარკოვი დაბომბეს, ორი რაკეტა სასტუმროს შენობას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასტუმროს გარდა, დაზიანდა 10-მდე სახლი და სავაჭრო ობიექტი.

კუპიანსკში ჭურვი სკოლის შენობას დაეცა. დაიღუპა 48 წლის ქალი.

„ხარკოვის ცენტრში მდებარე სასტუმროს ორი რაკეტა მოხვდა. იქ არც ერთი სამხედრო არ იმყოფებოდა, მაგრამ იყო 30 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან 11 რუსული რაკეტებით დაიჭრა. დაშავებულთა შორის იყვნენ თურქი ჟურნალისტები. თერთმეტივე დაშავებული საავადმყოფოშია, ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. სასტუმროს გარდა დაზიანდა საცხოვრებელი სახლები - ერთი კომუნალური, ერთი კერძო, მანქანების შოურუმი, საწარმოო", - განაცხადა ხარკოვის მერმა.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა დნიპროზეც. ნიკოპოლში ოკუპანტებმა ინფრასტრუქტურული ობიექტები დაბომბეს. დაშავებულია 2 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი