პერუმ ეკვადორთან საზღვარზე პოლიციისა და არმიის ძალები გააძლიერა

10 იანვარი 2024, 10:09 500 ნახვა
00:00
00:00

პერუს მთავრობამ მეზობელ ეკვადორში ძალადობის  ესკალაციის გამო  ჩრდილოეთ საზღვარზე  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პერუს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციის ძალების მხარდასაჭერად საზღვარზე   განუსაზღვრელი რაოდენობით არმიის ჯარისკაცები  განთავსდებიან და   პერუს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ასევე გაემგზავრებიან საზღვარზე  ოპერაციების კოორდინაციისთვის. 

ეკვადორში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პერუს პრეზიდენტმა  მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში