2023 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. აღმასრულებელილი დირექტორის განცხადებით შეიქმნა ახალი პორტალები და გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობაც.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, 2023 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 6,9 %-ია, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ვაჭრობის, მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო სექტორებმა.
2023 წლის ცხრა თვეში კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 22 %-ით შემცირდა.
წელს საქსტატი საქართველოს მოსახლეობის აღწერას ჩაატარებს.