ამ დრომდე არ დაუკითხავს გამოძიებას მერაბ ღოღობერიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელია. მან რამდენიმე დღის წინ გამართა ქალაქის საპატრულოსთან აქცია მოთხოვნით, რომ გადამდგარიყო აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი დაკავებული თანამდებობიდან. მერაბ ღოღობერიძემ ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას უპასუხა და განაცხადა, რომ დეტალებს გამოძიება დაადგენს.