რეზო ხარაზის განცხადება

21 მაისი 2016, 00:00 2741 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრი ბიძინა ივანიშვილის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბრობს. რეზო ხარაზის მტკიცებით, ფიჭვნარში, ჟვანიას ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი, 2006 წელს, ყოფილ პრემიერთან დაკავშირებულ კომპანია “აკვა ცენტრს”, პირობიანი აუქციონით, სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად გადაეცა, თუმცა სამუშაოები იქ დღემდე არ დაწყებულა. ხარაზის განმარტებით, ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ნაკვეთის მესაკუთრე შეპესეს წერილობით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდშიც მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მიწა “აკვა ცენტრს” უნდა ჩამოერთვას და სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს. ხარაზის ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა.

ამავე კატეგორიაში