ტყვეების გაცვლის პროცესი

04 იანვარი 2024, 10:05 447 ნახვა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 230 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა. რუსეთი კი აცხადებს, რომ უკრაინის ტყვეობიდან 248 რუსი სამხედრო ტყვე გათავისუფლდა. ტყვეების გაცვლას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

„რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჩვენი სამხედრო და სამოქალაქო პირი დავაბრუნეთ. ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სამხედრო-საზღვაო ძალების მებრძოლები, მესაზღვრეები. მათი ნაწილი მარიუპოლსა და „აზოვსტალს” იცავდა“, - დაწერა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

ექვსი თვის განმავლობაში ტყვეების პირველ გაცვლას „რთული მოლაპარაკების პროცესის“ შედეგი უწოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. ბოლოს კიევსა და მოსკოვს შორის დიდი რაოდენობით ტყვეები 7 აგვისტოს გაცვალეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი