მთავრობამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებს მხარი დაუჭირა

25 დეკემბერი 2023, 16:02 452 ნახვა

მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა” და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებს, რომელთა მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტები თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს. ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.

"გარდა ამისა, საუბარი შეეხო „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, რომლის თანახმადაც გურიის რეგიონში, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია − გურიის ეროვნული პარკი − შეიქმნება, რომელიც 15 310 ჰა ფართობს მოიცავს. უნიკალური ბუნებრივი ძეგლების დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ამავდროულად ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისთვის სახელმწიფო დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით აქტიურად მუშაობს"- აცხადებენ მთავრობის ადმინისტარციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი