სტიქიის შედეგები აჭარაში

24 დეკემბერი 2023, 19:51 439 ნახვა

რა ზიანი მიაყენა ძლიერმა ქარმა ბათუმსა და ქობულეთს-ეს რამდენიმე დღეში დაზუსტდება. ბათუმში დაახლოებით 20-მდე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი დაუზიანდა. დაზარალებულმა მოქალაქეებმა მერიას განცხადებით ხვალიდან უნდა მიმართოთ. გადახდილია სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის სახურავის ნაწილიც რის გამოც იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს,ლექციები არ ჩაუტარდებათ, რადგან მე-5 სართულზე წყალი ჩადის. ძლიერმა ქარმა 40-მდე ხე-მცენარე მოგლიჯა, დაზიანებულია მოსაცდელები და ავტომობილები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში