ინდოეთის ოკეანეში მოძრავ სატვირთო გემს ირანიდან გაშვებული დრონით დაარტყეს. აშშ-ის თავდაცვის უწყების განცხადებით გემს ქიმიური პროდუქცია გადაჰქონდა და ტანკერი ისრაელთან არის დაკავშირებული. სატვირთო გემი, რომელიც ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა საუდის არაბეთიდან ინდოეთში მიცურავდა. იერიშის შედეგად ხომალდზე ცეცხლი გაჩნდა თუმცა ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა. ინციდენტში ირანის მხარდაჭერით მოქმედი იემენელი ჰუსიტები ფიგურირებენ, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს ისრაელთან დაკავშირებული გემები წარმოადგენს.