ფრთამოტეხილი მაფშალია _ თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული გვარდიის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი მუსიკალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. სიმღერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მამა-შვილის - ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრმა ბარბარე ჯაფარიძემ შეასრულა. პროექტის ავტორი მომღერალი და კომპოზიტორი დავით არჩვაძეა, ტექსტის ავტორი კი პეტრე კოლხი. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ვიდეორგოლზე მომუშავე პირები.