იმიტირებული სასამართლო პროცესი

19 დეკემბერი 2023, 14:46 397 ნახვა

ადამიანით ვაჭრობის თემაზე გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებული სასამართლო პროცესები გაიმართა.იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები მონაწილეობდნენ. ისინი იუსტიციის სამინისტროს პირველმა მოადგილემ დააჯილდოვა. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 2023 წელს პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტის 110-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, ფინალურ ეტაპზე კი, 27 სტუდენტი გადავიდა. პროექტის მიზანი, ტრეფიკინგის პრევენცია, სტუდენტების ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავებაა. პროექტი იუსტიციის სამინისტროს, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თანამშრომლობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში