ბოლო 11 წელიწადში „ქართული ოცნების“  მმართველობის დროს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა - პრემიერი

18 დეკემბერი 2023, 14:13 531 ნახვა

ბოლო 2 წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ინფლაცია წელს სამიზნე მაჩვენებლზე ქვემოთ არის.

„მიუხედავად ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა მცირდება, ჩვენ მოვახერხეთ, რომ 10%-ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ეკონომიკა. წელს 7-%ზე მეტის გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ არის. ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა, ამ წლის მუშაობს შედეგია სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო გადავიდა საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდაა, ბოლო 11 წელიწადში.

"შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, 2012 წლამდე ქვეყანაში იყო ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს ომგამოვლილ მოქალაქეებს.

„ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები. ქვეყანაში იყო დამყარებული ავტოკრატიული, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს, ომგამოვლილ მოქალაქეებს. იმ ომგამოვლილ მოქალაქეებს, რომელიც თავად იმ ხელისუფლებამ ვერ აარიდა საკუთარ ხალხს, შედეგად, დღეს 20 პროცენტი არის ოკუპირებული. მაშინ მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო 27 მილიარდი ლარი, წელს 80 მილიარდი ლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტი და 2024 წელს გახდება ექვსი მილიარდი. ბოლო 11 წელიწადში „ქართული ოცნების“  მმართველობის დროს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  2012 წელს დღგ-ს ზედმეტობის სახით ბიზნესს დაუბრუნდა 140 მლნ ლარი, წელს უკვე დაუბრუნდა 2 მილიარდ 200 მილიონი ლარი და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა იქნება 2 მილიარდ 500 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, 2012 წელს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან, დღეს რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ამავდროულად ჩინეთთან.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და აღნიშნულმა რეფორმამ ძალიან ბევრი თავისუფალი ფული გაუჩინა ბიზნესს და ბიზნესმა, რეალურად ამოისუნთქა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი