საუკეთესო პროგრამის კონკურსში ბათუმმა 12 მუნიციპალიტეტთან ერთად გაიმარჯვა

17 დეკემბერი 2023, 11:57 506 ნახვა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა. სპეციალური პრიზები და სიგელები, ბათუმის, ამბროლაურის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ონის, სენაკის, ფოთისა და ქუთაისის ასევე, დედოფლისწყაროს, დმანისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადაეცათ. 2022-2023 წლების კონკურსისთვის შერჩეულ 14 ნომინაციაზე, 67 განაცხადი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად 12 პროექტი დასახელდა. გამარჯვებული მუნიციპალიტეტები საუკეთესო პრაქტიკის კონკურსის მმართველმა კომიტეტმა, სპეციალურად შექმნილი შეფასების კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გამოავლინა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი