შემეცნებითი ტური

21 მაისი 2016, 00:00 4224 ნახვა

მუზეუმის დღეების ფარგლებში ბათუმელმა სტუდენტებმა ციხისძირში პეტრას ციხე დაათვალიერეს. სპეციალური საინფორმაციო ტური აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოეწყო. საზღვაო აკადემიისა და ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს სააგენტოს წარმომადგენლები პეტრას ციხეზე, მის სტრატეგიულ მდებარეობასა და ისტორიაზე ესაუბრეს. ორგანიზატორების თქმით პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში აჭარის ღირსშესანიშნაობების კუთხით ცოდნის გაღრმავებას. მუზეუმის დღეების ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში