ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით - შალვა პაპუაშვილი

14 დეკემბერი 2023, 22:28 439 ნახვა

ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

„ჩვენ დღეს ვიმკით იმ შედეგებს, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შორის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ეწეოდნენ იმისთვის, რომ ევროპულ საბჭოს ჰქონოდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში ევროპული საბჭოს სხდომამ მოლოდინი სრულად გაამართლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი