ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ სათქმელი თქვა, რამაც დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი - პრეზიდენტი

14 დეკემბერი 2023, 22:21 479 ნახვა

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ სათქმელი თქვა, რამაც დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.

"დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის მონუმენტური ეტაპია! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ სათქმელი თქვა, რამაც დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი. საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა!“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი