16 წლის ბიჭის ე.წ. ''ბანანზე'' დაღუპვის საქმე

14 დეკემბერი 2023, 19:53 759 ნახვა

„ბანანზე“ 16 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დაადასტურა, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი სითხეში დახრჩობით განვითარებული მექანიკური ასფიქსია გახდა. მოწმის ინფორმაციით, მოზარდის ცხედარზე არ აღინიშნებოდა საეჭვო დაზიანება, რაც შესაძლოა ყოფილიყო გარდაცვალების მიზეზი, ასევე მოწმის განმარტებით, გარდაცვალებასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეთილის სპირტს, რომელიც ექსპერტიზამ 16 წლის ბიჭის სხეულში აღმოაჩინა. თუმცა მოწმე ექსპერტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ალკოჰოლი მოზარდს გარდაცვალებამდე მიეღო. „შეიძლებოდა თუ არა სხეულის შეშუპებას სხვა დაზიანებები გადაეფარა“ - ეს აინტერესებდა მოწმისგან ბრალდებულს, რაზეც ექსპერტმა უპასუხა, რომ ეს ვერანაირად ვერ მოხდებოდა. დაცვის მხარის მტკიცებით, გამოძიება არაობიექტურად არის ჩატარებული და არ იკვეთება ზურაბ საღინაძის ბრალეულობა. ადვოკატები არ გამორიცხავენ, მოზარდი შესაძლოა სხვა ვითარებაში იყოს გარდაცვლილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი