აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე გამოძიების დაწყებას, რადგან რესპუბლიკელები გაერთიანდნენ ამ ძალისხმევაში იმის მიუხედავად, რომ დემოკრატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან არასათანადო ქმედებების შესახებ მათ ჯერ კიდევ ვერ წარადგინეს მტკიცებულებები. რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებადმა პალატამ 221-212 ხმის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა გამოძიების დაწყებას, რომელიც დაადგენს, ისარგებლა თუ არა ბაიდენმა არასათანადოდ მისი 53 წლის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის საგარეო ბიზნეს ურთიერთობებით. თეთრმა სახლმა საქმეს ფაქტებით დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.