შეხვედრა ერგნეთში

13 დეკემბერი 2023, 14:46 444 ნახვა

თამაზ გინტურის მკვლელობა და უკანონო გატაცებები საოკუპაციო ხაზთან-ამ საკითხებზე მსჯელობენ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე. საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს გინტურის მკვლელების იდენტიფიცირებასა და დასჯას. ასევე, გაჟღერდება მოთხოვნა მათ გადმოცემაზე. ასევე ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლება ასევე მოითხოვს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებას. ამ დროისთვის, უკანონო პატიმრობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება. ბოლო შეხვედრიდან დღემდე ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავების ხუთი, ხოლო უკანონო ბორდერიზაციის 7 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი