არჩილ ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედ მუდმივ წარმომადგენელ დაგლას უებთან. შეხვედრაზე განიხილეს გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით ისაუბრეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის შექმნისა და დანერგვის მიზნით მიმდინარე პროექტზე „ბათუმი - ახალი სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში“.