ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე

11 დეკემბერი 2023, 14:52 683 ნახვა

19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დაფარვის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება იმ სამართალდამცავებმა მისცეს, რომლებიც საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ და დაათვალიერეს მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ცხედრის აღმოჩენის ადგილი სოფელ აჭყვისთავში. როგორც მოწმე პოლიციელმა მოსამართლეს განუცხადა, რომ არა ერთ-ერთი ბრალდებულის ალექსანდრე ახვლედიანის თანამშრომლობა გამოძიებასთან და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოკლული გიორგი ალხანიშვილის ცხედრის პოვნა შეუძლებელი იქნებოდა. ბრალდებულები ფარულ აუდიო ვიდეო ჩანაწერებში მომხდარის შესახებ დეტალურად ყვებიან და ამბობენ, რომ გიორგი ალხანიშვილს სასიკვდილო ჭრილობები ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა მიაყენა.პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა და ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ალექსანდრე ახვლედიანთან ერთად ცხედარი დამარხა. ამ გამოყოფილ საქმეზე პროკურატურას კიდევ 2 ბრალდებული ჰყავს. დავით მენაბდეს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს და ლუკა ჯიბლაძეს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჯერ-ჯერობით უცნობია მისცემენ თუ არა ბრალდებულები ჩვენებას სასამართლოს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი