პარიზში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75 წლის იუბილე აღნიშნეს

11 დეკემბერი 2023, 11:53 451 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში ადამიანის უფლებათა დეკლარაციის 75 წლის იუბილე აღნიშნა. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, რომელიც მაშინ პარიზის შაიოს სასახლეში იყო განთავსებული, გამოაცხადა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელმაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საფუძველი და პირველი უნივერსალური განცხადება ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპების შესახებ შექმნა. ტექსტი ითარგმნა 500-ზე მეტ ენაზე და საფუძვლად დაედო მრავალი სახელმწიფოს კონსტიტუციას- ნათქვამია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მონაწილეებისადმი მიმართვაში მაკრონმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია ბრძოლა გაგრძელდეს ქალების, ბავშვების და ლგბტ თემის წევრების უფლებების აღიარებისთვის. შაიოს სასახლეში სტუმრებს შორის იყვნენ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის წევრები იყვნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი