ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესში

11 დეკემბერი 2023, 11:49 513 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი მოამზადა ათმა დეპუტატმა. კანონპროექტით დაფინანსების ახალი წესი განისაზღვრება, რომლის შესაბამისად, მაუწყებელი დაფინანსდება.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი. კანონის პროექტით, ასევე იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის შესაბამისად, 2024 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, 2025 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით, ხოლო 2026 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 21%-ით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში