ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

10 დეკემბერი 2023, 19:48 332 ნახვა

სახალხო დამცველი და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც დღეს საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა სფეროში არსებობს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დაასვა დამღა. სახალხო დამცველი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს ქვეყანაში სიღარიბეს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბავშვთა სიღარიბესა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ლევან იოსელიანი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ამბობს, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში