ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

10 დეკემბერი 2023, 14:52 439 ნახვა

დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება-ამ დღეს სპეციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომელიც დღეს საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა სფეროში არსებობს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დაასვა დამღა. სახალხო დამცველი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს ქვეყანაში სიღარიბეს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბავშვთა სიღარიბესა და ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ლევან იოსელიანი ყურადღებას ამახვილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ამბობს, რომ ამ მხრივ, ქვეყანაში კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი, პრობლემად რჩება ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არ არსებობა, გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი