პროტესტი ლონდონში

10 დეკემბერი 2023, 11:53 324 ნახვა

ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე ლონდონში. მომიტინგეებმა პალესტინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-მა ვეტო დაადო. საპროტესტო აქცია გაიმართა ისრაელშიც, თელ ავივში მოქალაქეები ჰამასის ტყვეობიდან მძევლების გათავისუფლებას ითხოვენ. 19 წლის იტაი ჩენის მშობლები „წითელ ჯვარს“ დატყვევებული შვილის მონახულებას სთხოვენ. ღაზაში ამ დრომდე 130-ზე მეტი მძევალი რჩება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში