გორგილაძის ქუჩაზე ინჟინერ პაპულა თალაკვაძის მემორიალური დაფა გახსნეს. პაპულა თალაკვაძე პროფესიით ინჟინერი და ბათუმში არაერთი შენობა-ნაგებობის მშენებელი იყო. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე .იყო ჭოროხმშენის, ასევე განათლების სამინისტროს მთავარი ინჟინერი. ბათუმელები მას ასევე იცნობდნენ როგორც სახალხო მთქმელსა და კარგი იუმორის მქონე ბათუმელს.