წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი ღაზის სექტორში ჩავიდა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მოწოდებით გამოვიდა.
მოინახულა ღაზის საავადმყოფო, სადაც მისი თქმით, ნახა ბავშვები სხეულის საშინელი დაზიანებებით.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელიც ნეიტრალური შუამავლის როლს ასრულებს, ეხმარება ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას, ასევე სექტორიდან მძევლებისა და პაციენტების ბადრაგირებას ახდენს.