პრემიერის პასუხი ევროპარლამენტარებს

11 მარტი 2017, 00:00 1906 ნახვა

“ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული თქვენი წერილი, განსაკუთრებით გამაოცა მასში გამოთქმულმა მძიმე ბრალდებებმა. საქართველოს დადანაშაულება კერძო ტელეკომპანიაზე ზეწოლის განხორციელებაში უსამართლო და უსაფუძვლოა” - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტარებს. გიორგი კვირიკაშვილი წერილში ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის იმ ინტერესისთვის, რომელსაც მისი თქმით, ისინი იჩენენ საქართველოსა და მისი დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი. ინფორმაციას წერილის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი