“რუსთავი 2” დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია-კონცერტს გამართავს. ორგანიზატორები მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ განუმარტავენ ვითარებას, რაც სამაუწყებლო კომპანიის გარშემოა შექმნილი. რუსთავი 2-ის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საქმის არსებითად განხილვამდე შეაჩერა. უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სასამართლო დავა საქმეზე 2 წელია სხვადასხვა ინსტანციაში მიმდინარეობდა.