ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს - ლევან დავითაშვილი

04 დეკემბერი 2023, 17:44 1234 ნახვა

ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი შეფასებით, 6.2 % შეადგინა, ხოლო 10 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 %-ია. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით,  იმის გათვალისწინებით, თუ როგორია სხვა ქვეყნის  ეკონომიკების აქტიურობა და ზრდა, საქართველო ამ თვალსაზრისით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს.

მისი განცხადებით, ძირითადად ეკონომიკური ზრდა განპირობებული იყო მაღალი საინვესტიციო აქტივობით, ასევე ეკონომიკური აქტივობით საგარეო ვაჭრობის და ტურიზმის სფეროებში.

„ვფიქრობ, ეს მონაცემები წინდახედული მაკრო-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე მესამე კვარტლის შედეგები ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით, რომლის ბრუნვა 12.6%-ით გაიზარდა და პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, 143.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე ბიზნესსექტორის გამოშვება გაიზარდა 9.3%-ით, რაც 54 მილიარდ ლარს შეადგენს“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი