ბათუმის ბულვარში გაწმენდითი სამუშაოების დიდი ნაწილი დასრულებულია 

01 დეკემბერი 2023, 12:02 652 ნახვა

მეოთხე დღეა შტორმის გამო დაზიანებული ბათუმის სანაპირო ზოლის მოწესრიგება მიმდინარეობს. როგორც ბულვარის დირექტორი განმარტავს, დაზიანებული ტერიტორიების 80 პროცენტი ინერტული მასისგან გაწმენდილია და დარჩენილ ნაწილს შესაბამისი სამსახურები ამ დროისთვისაც ასუფთავებენ. 

პარალელურად მიმდინარეობს ზარალის ხარჯთაღრიცხვა, თუმცა უცნობია, როდის დაითვლება საბოლოოდ ზიანისა და აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი