თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართვა მენეჯმენტს

01 დეკემბერი 2023, 10:06 482 ნახვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი მენეჯმენტს მიმართავს, აიღოს პასუხისმგებლობა, გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი, შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი ითხოვენ, პარტიის მენეჯმენტმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადამწყვეტ არჩევნებამდე გაუქმდეს თავმჯდომარის პოსტი და პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას დროებითი მმართველი ორგანო.

“ეს პარტია იმსახურებს ბევრად მეტს, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ ამომრჩეველსა და საზოგადოებას. ხალხის მოთხოვნა არის ერთობა და მართვის დემოკრატიული პრინციპები. უსამართლოდ დანიშნული პოლიტსაბჭოს გაფართოებით უსამართლობა მხოლოდ ფართოვდება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად'' – აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე მსგავსი მოთხოვნით განცხადება სხვა ქალაქების საკრებულოს ფრაქციებმაც გაავრცელეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი