„კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“ - კონფერენცია

01 დეკემბერი 2023, 11:18 500 ნახვა

ორდღიანი რეგიონული კონფერენცია: „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ - დღეს გაიხსნა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ იუნიდეპ-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში და საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სომხეთის სახალხო დამცველები. კონფერენციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს კანონის უზენაესობის ინსტიტუტების ფუნდამენტურ როლს ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია, სადაც 4 ქვეყნის საჯარო უწყების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ინსტიტუტების გაძლიერების მხრივ არსებულ გამოცდილებებზე, საუკეთესო პრაქტიკის და დაუცველი სოციალური ჯგუფების ხელშეწყობაზე.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები გაემგზავრნენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, სადაც სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ. მათ ასევე მოინახულეს უკრაინული სახლი თბილისში.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი