ფინეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ტრანსსასაზღვრო შეთანხმება უქმდება

01 დეკემბერი 2023, 09:55 320 ნახვა

2012 წელს ფინეთსა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ ფინეთმა შეწყვიტა, თუმცა ინიციატორი ამ საკითხში რუსეთი იყო, რომელმაც შესაბამისი შეტყობინება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქტომბრის ბოლოს გაუგზავნა. შეთანხმება ოფიციალურად 2024 წლის 24 იანვრიდან გაუქმდება.

ამ დრომდე ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა, თავშესაფრის მაძიებლებისთვის კი 13 დეკემბრამდე სრულად დაიკეტება, სხვებისთვის კი 8 პუნქტიდან მხოლოდ 1 იმუშავებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში