ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმე

30 ნოემბერი 2023, 20:34 594 ნახვა

ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ის სამედიცინო ექსპერტი გამოიკითხა,რომელმაც მოკლული გიორგი ალხანიშვილის სხეულზე მიყენებული დაზიანებები შეისწავლა. მოწმის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა გიორგი ალხანიშვილის გარდაცვალების დრო, მიზეზი და გარდაცვალების ხანდაზმულობა, რადგან ცხედარი უკვე დაზიანებული იყო. დღეს ასევე გამოიკითხნენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და მოკლული ახალგაზრდას გვამს მიაგნეს. საქმეში არ დევს მკვლელობის სავარაუდო საგანი - დანა, რომელიც გამოძიების ვარაუდით, მკვლელობაში ბრალდებულმა ალექსანდრე ბაჟუნაიშვილმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გადააგდო. სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია დაცვის მხარეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი