დილიდან, ბათუმის ბულვარში შტორმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბათუმში განვითარებული ძლიერი წვიმისა და შტორმის გამო, ახალ ბულვარში სანაპიროს ინფრასტრუქტურა და სასეირნო პრომენადი დაზიანდა.
წყალმა დატბორა „აკვა პარკის" მიმდებარე ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი.