საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობისა და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წელს გასამართლებულების ნელი ნავერიანის და მალხაზ ბარამიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. 2010 წელს ნელი ნავერიანი სხვა პირებთან ერთად გასამართლებული იქნა ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.