ფესტივალი ''პირველი ავტოგრაფი'' საზეიმო ღონისძიებით დასრულდა. დასკვნით დღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული თეატრალური დასები დააჯილდოვეს.
ფესტივალი წელს რიგით მესამედ იმართებოდა და მასში 43 სასკოლო დასი მონაწილეობდა.
‘’პირველი ავტოგრაფის’’ მიზანი მოზარდების მიერ თეატრის მიმართ ინტერესის კიდევ უფრო გაღრმავებაა.