არეულობა ენმ-ში

24 ნოემბერი 2023, 17:54 418 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის გზავნილის პარალელურად დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში გრძელდება. პატიმარი ლიდერი პოლიტსაბჭოს გაფართოებაზე საუბრობს, თინა ბოკუჩავა კი პირდაპირ აცხადებს, რომ ნიკა მელია პარტიის წევრად აღარ განიხილება მას შემდეგ, რაც ე.წ. მელიას ფლანგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანიფესტს არ შეუერთდა. ახლა აქტუალურია საკითხი, როგორი იქნება მათი პოლიტიკური მომავალი, დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას თუ რომელიმე პარტიასთან გაერთიანდებიან. თუ პარტიიდან წევრების გარიცხვის საკითხი დადგება, მხარს არ დავუჭერ-აცხადებს გია აბულაძე. ის მოუწოდებს მელიას ფლანგის წარმომადგენლებს წარადგინონ იდეები. თავის მხრივ მელიას გუნდის წევრები ამბობენ, რომ ე.წ-ლი მგლის ბარათის მოლოდინში არიან. ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ დუმბაძე და ლევან გორგილაძე აცხადებენ, რომ არაფერი ესაქმებათ იმ პარტიაში, საიდანაც გარიცხვით ემუქრებიან. მელიას ფლანგი მალე გააცნობს ამომრჩეველს სად და რომელი პლატფორმიდან გააგრძელებენ ხელისუფლების ოპონირებას.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში