ბიუროს სხდომა უმაღლეს საბჭოში

22 ნოემბერი 2023, 15:04 493 ნახვა

უმაღლესი საბჭო აჭარის 2023  წლის  ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს.  შესაბამისი  მოთხოვნით უმაღლეს საბჭოს აჭარის მთავრობამ  მიმართა - 8 მილიონით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება. ცვლილებებია  არაფინანსური აქტივების კლების  მუხლშიც,  მიწის  გაყიდვებიდან   მისაღები  შემოსავლები  40  მილიონი ლარით  იკლებს.

დღეს ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშიც განიხილეს.  

სამი თვით  გახანგრძლივდა ‘’საბიუჯეტო პროცესებისა და უფლებამოსილების შესახებ’’  ნაციონალური მოძრაობის საკანონმდებლო  ინიციატივის  უმაღლეს  საბჭოში  განხილვის  ვადებიც, საფინანსო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე  ცვლილებებთან  დაკავშირებით  კომისია  საბიუჯეტო  ორგანიზაციების   მოსაზრებებს ელოდება. 

დღესვე განიხილეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების  საკანონმდებლო პაკეტიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი