მექსიკაში 200-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი ჩაკეტილ ტრაილერში იპოვეს

22 ნოემბერი 2023, 09:33 273 ნახვა

მექსიკაში სამართალდამცველებმა 215 არალეგალი მიგრანტი გამოავლინა, მათ შორის 26 არასრულწლოვანია.  ისინი ქვეყნის სამხრეთში ტრაილერში ჩაკეტილები იპოვეს.

მექსიკის მიგრაციის ინსტიტუტის თანამშრომლები ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საეჭვო ტრაილერს დაედევნენ. არალეგალი მიგრანტები  სატვირთო ავტომობილის მისაბმელში იმალებოდნენ.   

ტრაილერის  მძღოლმა მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.  მექსიკის მიგრაციის სამსახურმა მიგრანტები აკაიუკანის მიგრაციის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს და წყალი და საკვები მიიღეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში