გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ, თუმცა ასევე მიესალმებიან პაუზებს, რათა შეძლონ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიტანა

21 ნოემბერი 2023, 23:02 416 ნახვა

გაერო-ში ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორიs მარტინ გრიფიტსი განცხადებით, გაერო ისრაელისა და „ჰამასის“ ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, თუმცა მიესალმება პაუზებს, რათა ორგანიზაციამ შეძლოს ჰუმანიტარული დახმარების მიტანა ღაზაში.

„ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი, რაც ბრძოლის გრძელვადიან შეწყვეტას გულისხმობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გამოვიყენებთ ნებისმიერ პაუზას, რომ უფრო მეტი დახმარება მივაწოდოთ ღაზას“, – განაცხადა გრიფიტსმა „სიენენთან“.

როგორც „სიენენი“ წერს, ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების კოორდინატორმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „სიენენს“ ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზების სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შესაძლოა, დღესვე გამოცხადდეს.

„ამჯერად ჩანს, რომ ეს ბევრად უფრო სავარაუდოა, ვიდრე იყო გასულ კვირებში. როგორც ჩანს, მოხდება ტყვეების გათავისუფლება და ბრძოლის შეჩერება გარკვეული დღის განმავლობაში“, – აღნიშნა გრიფიტსმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში ყველაზე უარესია, რაც თავისი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, გაერო-ში ყოფნისას უნახავს.

„ღაზაში სკოლაში არავინ დადის, არავინ იცის, როგორია მათი მომავალი. საავადმყოფოები არა განკურნების, არამედ ომის ადგილად იქცა. მე არ ვფიქრობ, რომ მსგავსი რამ აქამდე მინახავს“, – თქვა გრიფიტსმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი